ჩანიშნე უფასო კონსულტაცია
კონფიდენციალურობის შეტყობინება
ვინ ვართ ჩვენ?
ვებსაიტი www.dpt.ge ეკუთვნის და მას ადმინისტრირებას უწევს შპს მონაცემთა დაცვის გუნდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდით: 402303093, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, იონა მეუნარგიას ქუჩა, N 26 სართული1, ბინა 4, (შემდგომ - “DPT Consulting” ან „ჩვენ“).
DPT Consulting-ი აერთიანებს პერსონალურ მონაცემთა (შემდგომ - მონაცემი) დაცვის, შრომითი ურთიერთობების, საგადახდო სისტემების, IT სფეროსა და სხვა ინდუსტრიების გამოცდილ იურისტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უმაღლესი სტანდარტი. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მდიდარი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, რაც საშუალებას გვაძლევს პარტნიორებს შევთავაზოთ მიდგომები, რომლებიც მორგებულია მათი ბიზნესის სპეციფიკაზე. ჩვენ ვზრუნავთ მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობაზე, კონფიდენციალურობის დაცვასა და მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებაზე.
ჩვენი ვებსაიტის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
კონფიდენციალურობის შეტყობინების მიზანი
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების მიზანია განმარტოს, თუ როგორ, როდის და რა მიზნით ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ, მათ შორის, ვებსაიტის მეშვეობით. ასევე, კონფიდენციალურობის შეტყობინება მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემების დამუშავების პროცესთან.
კონფიდენციალურობის შეტყობინებით მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
იმ პრინციპების შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი მონაცემების დამუშავებისას;
თუ როგორ ვიცავთ მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისად;
რა კატეგორიის მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და საქმიანი ურთიერთობის პროცესში;
თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის დაცვა;
თუ როგორ გიცავთ კანონმდებლობა და როგორ არის უზრუნველყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები ჩვენი მხრიდან.
* შენიშვნა: კონფიდენციალურობის შეტყობინება არ ვრცელდება იმ მონაცემთა დამუშავების პროცესებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენი პარტნიორებისა და კონტრაქტორების მიერ. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკებს. იქ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებენ ისინი თქვენს მონაცემებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები.
ტერმინთა განმარტება
მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების მიზნებისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია - შპს მონაცემთა დაცვის გუნდი [DPT Consulting“ ან „ჩვენ“];
თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს;
მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;
ვებსაიტი - www.dpt.ge
წყაროები, რომელთა გამოყენებითაც ვიღებთ და ვაგროვებთ თქვენს მონაცმებს
თქვენს მონაცემებს მოვიპოვებთ დამუშავების პროცესებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უშუალოდ თქვენგან, როგორც მონაცემთა სუბიექტისგან. ცალკეულ შემთხვევებში თქვენი მონაცემი შესაძლოა მოვიპოვოთ ირიბად, მესამე პირებისგან ან საჯარო წყაროებიდან. კერძოდ:
თქვენგან, როგორც მონაცემთა სუბიექტისგან, როდესაც გვიკავშირდებით და გსურთ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
თქვენგან, როდესაც გვაწვდით მონაცემებს დისტანციური შეხვედრის ჩანიშვნის მიზნით;
თქვენგან, ჩვენს ციფრულ არხებში, კერძოდ, ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში კონსულტაციის მიღების მიზნით;
თქვენგან, როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე ან/და ვორქშოპებზე;
როდესაც ვდებთ გარიგებას მესამე პირებთან და გარიგების ფარგლებში ვიღებთ თქვენი, როგორც გარიგების მხარის წარმომადგენლის მონაცემებს;
საჯარო წყაროებიდან.
მონაცემთა სუბიექტები და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები
ჩვენი ვებსაიტი და სერვისები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ განზრახ არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისგან.
ცალკეულ შემთხვევებში, თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ მონაცემები გაგვიზიარა არასრულწლოვანმა სუბიექტმა, DPT Consulting-ი დაუყონებლივ წაშლის ამგვარ მონაცემებს. ხოლო, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და ფიქრობთ, რომ მან მოგვაწოდა მონაცემები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ მონაცემების წაშლის მოთხოვნის მიზნით. თუ დავადასტურებთ, რომ მონაცემები შევაგროვეთ არასრულწლოვანი სუბიექტისგან, ჩვენ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, და რაც შეიძლება სწრაფად, წავშლით მათ.
ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვების მიზანი, რომელიც ავლენს რასობრივი ან ეთნიკურ წარმომავლობის ნიშნებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, ან პროფკავშირის წევრობას, გენეტიკურ მონაცემებს, ბიომეტრიულ მონაცემებს ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით, მონაცემებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან მონაცემებს ფიზიკური პირის სექსუალურ ცხოვრებასთან ან ორიენტაციასთან დაკავშირებით, ან მონაცემებს, რომლებიც ეხება ნასამართლეობას, დანაშაულებს ან მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ რეგულირდება კანონმდებლობით.
მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები და შენახვის ვადები
წინამდებარე თავში წარმოგიდგენთ ინფორმციას, თუ რა მიზნებისთვის ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს, რა კატეგორიების მონაცემებს ვაგროვებთ ამ მიზნებისთვის, რა სამართლებრივი საფუძვლებით ვახორციელებთ დამუშავებას და რა ვადით ვინახავთ თქვენს მონაცემებს.
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი მონაცემთა სუბიექტის თანხმობაა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ ის, რის შემდეგაც ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას. გაითვალისწინეთ, თანხმობის გამოთხოვა გავლენას არ იქონიებს მის გამოთხოვამდე წარმოებულ დამუშავებასა ან/და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მიზანი: კონსულტაციის გაწევა, დახმარება და მხარდაჭერა
ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებული საკონტაქტო ფორმის, უფასო კონსულტაციის მოთხოვნის ფორმის ან სოციალური მედიის შეტყობინებების საშუალებით, ჩვენ ვიღებთ თქვენს მონაცემებს, მათ შორის თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას თქვენი მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე და ამავე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით დამატებითი ტექსტით.
სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი ბიზნესის ლეგიტიმური ინტერესი, რათა დაგიკავშირდეთ და გაგიწიოთ კონსულტაცია, დაგეხმაროთ თქვენზე მორგებული მომსახურების პაკეტის იდენტიფიცირებასა და შემდგომში გარიგების დადების გადაწყვეტილების მიღებაში.
შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით.
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ სოციალური ქსელის საშუალებით და უარს აცხადებთ მოგვაწოდოთ ამ პროცესში მითითებული მონაცემები, რომლებიც აუცილებელია თქვენთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით, თქვენთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევას ვერ ვუზრუნველყოფთ.
მიზანი: ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარება, კერძოდ, მსურველების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მათი მხადაჭერა.
მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა.
სამართლებრივი საფუძველი: ხელშეკრულების დასადებად და მომსახურების გასაწევად, კერძოდ, ტრენინგებსა და ვორქშოფებზე რეგისტრაციისა და მათზე დასწრებისთვის.
შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაგეგმილი ტრენინგის მსმენელი და მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს. სხვა შემთხვევაში მონაცემები წაიშლება დაუყონებლივ და პირველი შესაძლებლობისთანავე მას შემდეგ, რაც უარს განაცხადებთ მსმენელად აღრიცხვაზე.
მიზანი: პოტენციური პარტნიორი კომპანიებისთვის კომერციული შეტყობინების გაგზავნა, ჩვენის სერვისის მიწოდებისა და შემდგომში მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისთვის.
მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, იმ კომპანიის სამართლებრივი სახელწოდება, სადაც დასაქმებულია სუბიექტი, სამუშაო ადგილის მისამართი, სამსახურებრივი პოზიცია.
სამართლებრივი საფუძველი: ინფორმირებული თანხმობა
შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გამოიხმობთ თანხმობას და იმ მიზნით გათვალისწინებით, რომ სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინება განმეორებით არ გამოგიგზავნოთ.
მიზანი: მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება
* შენიშვნა: გამოიყენება პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისა და საკონტაქტო პირების მიმართ.
მონაცემების სახეები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, იმ კომპანიის სამართლებრივი სახელწოდება და მისამართი, სადაც დასაქმებულია სუბიექტი, სამსახურებრივი პოზიცია.
სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, ხელი მოვაწეროთ მომსახურების ხელშეკრულებასა და მომსახურება გავუწიოთ თქვენ მიერ წარმოდგენილ კომპანიას.
შენახვის პერიოდი: სანამ თქვენ მიერ წარმოდგენილ კომპანიასთან არსებობს მომსახურების ხელშეკრულება, ასევე, მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში.
მზა ჩანაწერები (Cookies)
ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებსაიტი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები“ მოქმედებს როგორც ერთგვარი „შემნახველი“, რომელიც იმახსოვრებს თქვენს აქტივობას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით, უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენ საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის მეტად პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.
Cookie ფაილის ტიპის მიხედვით, დამუშავებული მონაცემების სახეები შეიძლება იყოს - ინფორმაცია გამოყენებული მოწყობილობის შესახებ, აქტივობის ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, ძიებები, ბრაუზერი, ბრაუზერის ენა, მოწყობილობის პარამეტრები, მოთხოვნის თარიღი და დრო, სერვერზე მოთხოვნების გასაგზავნად გამოყენებული მეთოდი, საპასუხოდ მიღებული ფაილის მოცულობა და მომხმარებლის ოპერაციული სისტემის სხვა პარამეტრები.
ჩვენი ვებსაიტის მიერ გამოყენებული Cookie ფაილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკაში.
ავტომატიზირებული გადაწყვეტილების მიღება
ჩვენ არ ვიღებთ თქვენ შესახებ ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე ან/და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატური დამუშავების საშუალებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, თქვენი მონაცემები არ მუშავდება ტექნოლოგიური, მათ შორის, პროფაილინგისთვის საჭირო მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.
მონაცემების გამჟღავნება და გადაცემა
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე პირებს, შემდეგი მიზნით:
უფლებამოსილების განხორციელება;
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება;
კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა.
თქვენი მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება ჩვენი სტრუქტურა. მაგალითად, თუ DPT Consulting-ი გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს წილი, განახორციელოს მმართველობასთან დაკავშირებული სამეწარმეო ცვლილებები.
ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
DPT Consulting-ის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში თქვენი მონაცემების დამუშავება განხორციელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებით და კანონით განსაზღვრული წესითა და მის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო წესით დამუშავებისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.
თუ მონაცემთა მიმღები მესამე პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, ჩვენსა და მას შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი საკითხები:
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები;
დასამუშავებელ მონაცემთა სახეები;
მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.
წერილობითი შეთანხმება აგრეთვე შეიცავს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:
დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;
უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება ამ კანონის შესაბამისად;
წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები მონაცემთა დამუშავების თაობაზე გაფორმებული შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი მონაცემები მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მონაცემების უსაფრთხოება
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესასრულებლად. მონაცემებზე წვდომა მკაცრად კონტროლდება და მხოლოდ პირველი რგოლის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ პერსონიფიცირებული წვდომა. აღნიშნულ თანამშრომლებს წვდომა აქვთ თქვენი მონაცემების მხოლოდ იმ მოცულობაზე, რაც აუცილებელია მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის. ამასთან, მათ აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
ტექნოლოგიური პროგრესის ტემპისა და ონლაინ გარემოში არსებული კიბერსაფრთხეების მასშტაბის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვიჩენთ მონაცემების დაცვის მიმართ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპი ვერ იძლევა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტი, იყოთ ინფორმირებული არსებული რისკების შესახებ და მიიღოთ მინიმალური უსაფრთხოების ზომები, მათ შორის:
ინფორმაციის წყაროების სანდოობის გადამოწმება;
საეჭვო ან უცნობ ბმულებზე წვდომისგან თავის არიდება;
პაროლების რეგულარული განახლება და ძლიერი პაროლების გამოყენება;
ანტივირუსული და მავნე პროგრამების საწინააღმდეგო დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი მონაცემების არასანქცირებული წვდომისა და მონაცემთა დარღვევის რისკებს.
თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ მონაცემებს;
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;
ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.
დადასტურების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ დადასტურება იმის შესახებ, ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს, მიიღოთ ინფორმაცია დამუშავების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, ასევე მიიღოთ წვდომა ამ მონაცემებზე.
ინფორმირებულობის უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, როგორც ამას ჩვენ ვახორციელებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მეშვეობით. ამასთან, თქვენ უფლება გაქვთ გამოითხოვოთ თქვენს მონაცემთან და მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მიიღოთ თქვენთვის სასურველი ფორმით და კანონით დადგენილ ვადებში.
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილია საფასური ან ჩვენ მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გათვალისწინებით.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მონაცემები წაიშლება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო თუ ჩვენ მიერ არ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა, ჩვენ ვალდებული ვართ გაცნობოთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგიმარტოთ გასაჩივრების წესი.
დაბლოკვის უფლება:
თუ თქვენ მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.
თანხმობის გამოთხოვა:
რამდენადაც რიგ შემთხვევებში ჩვენ თქვენს მონაცემებს თქვენს მიერ მოცემული თანხმობის საფუძველზე ვამუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, ისე, რომ აღნიშნულს გავლენა არ ჰქონდეს მის გაუქმებამდე მიცემული თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების კანონიერებაზე.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე დოკუმენტში მითითებული თქვენთვის ხელსაყრელი არხით.
უფლებების შეზღუდვა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას;
ზემოჩამოთვლილ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ჩვენი გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები
DPT Consulting-ისთვის მიმართვა:
თქვენი კანონიერი უფლებების რეალიზების მიზნით, შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს გუნდს წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@dpt.ge .
თქვენს მოთხოვნებს ვუპასუხებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:
თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48
სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000;
ელ. ფოსტის მისამართი: office@pdps.ge
ვებსაიტი: https://pdps.ge/ka
სასამართლოსთვის მიმართვა:
გარდა საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის უფლებისა, რომლის რეალიზებაც შეგიძლიათ ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, თქვენი უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში.
კონფიდენციალურობის შეტყობინების ცვლილება
DPT Consulting-ი უფლებამოსილია, შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე - www.dpt.ge და ძალაშია მისი გამოყვეყნებისთანავე.
დაგვიკავშირდით
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებისა თუ მონაცემთა დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ასევე, გთხოვთ დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ თუ ფიქრობთ რომ ირღვევა თქვენი უფლებები ან თუ გსურთ თქვენი რომელიმე უფლების გამოყენება.
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს შემდეგი არხების გამოყენებით:
+(995) 599 08 61 98
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის,
შპს მონაცემთა დაცვის გუნდი / DPT Consulting
ენის შეცვლა