ჩანიშნე უფასო კონსულტაცია

ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერგანსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებსასრულებს.

რომელ ორგანიზაციებს ევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა?

რომელ ორგანიზაციებს ევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა?

საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონულიკომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურდა მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებული არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

რა ფუნქციებს ახორციელებს ოფიცერი?

რა ფუნქციებს ახორციელებს ოფიცერი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს:

ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ,დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;

ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;

გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა დადოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.

თუ კანონი არ მავალდებულებს, შემიძლია თუ არა მაინც დავნიშნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

თუ კანონი არ მავალდებულებს, შემიძლია თუ არა მაინც დავნიშნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ უფლება აქვთ, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

შეიძლება , რომ რამდენიმე ორგანიზაციას საერთო ოფიცერი ჰყავდეს?

შეიძლება , რომ რამდენიმე ორგანიზაციას საერთო ოფიცერი ჰყავდეს?

დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა ან დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა შეიძლება დანიშნონ ან განსაზღვრონ საერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ თავისი ფუნქციების სრულფასოვანი შესრულება. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი საჯარო დაწესებულებაა, აგრეთვე დასაშვებია რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის საერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა ან განსაზღვრა ამ დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ზომის გათვალისწინებით.

ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული ოფიცერი?

ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული ოფიცერი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით ანგარიშვალდებული უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის წინაშე.

რა ვალდებულება გააჩნია ორგანიზაციას ოფიცრის მიმართ?

რა ვალდებულება გააჩნია ორგანიზაციას ოფიცრის მიმართ?

დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა და დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისსათანადო ჩართულობა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყონ იგი შესაბამისი რესურსებით, აგრეთვე უზრუნველყონ მისი დამოუკიდებლობა საქმიანობის განხორციელებისას.

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

ენის შეცვლა